როგორ შევიმუშაოთ წარმატებული ბიზნეს იდეა?

business-idea
by

ქვემოთ ჩამოთვლილი სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ წარმატებული საქმის წამოწყებაში.

 

მიზნების ფორმირება

მიზნების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეთ, რისი მიღწევა გსურთ ახლო მომავალში.

შეიმუშავეთ მკაფიო ხედვა იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც გაინტერესებთ ან გამოგდით. თითოეული მათგანი გავლენას მოახდენს თქვენ მიერ შერჩეული ბიზნესის წარმატებაზე. ეს დაგეხმარებათ, მიხვიდეთ თქვენთვის შესაფერის ბიზნეს იდეამდე.

გაუზიარეთ თქვენი იდეა სხვა ადამიანებსაც და იკითხეთ მათი აზრი. თუ ეს შეუძლებელია, ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. აუცილებელია, თქვენი ხედვის განსახორციელებლად საჭირო აქტივობების განსაზღვრა. სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

განსაზღვრეთ, რა გეხერხებათ და რისი გაკეთება გსურთ 

დაფიქრდით საკუთარ თავზე, გაარკვიეთ, რა მოგწონთ და რა არა, მოიფიქრეთ, რა არის თქვენი უპირატესობა. ერთია, შეიმუშაოთ წარმატებული ბიზნეს იდეა, მეორეა, რა შეესაბამება თქვენს უნარ-ჩვევებს და ინტერესებს.

აღნიშნულის მისაღწევად ჩამოწერეთ:

1) რა გეხერხებათ

ყველა ადამიანს რაღაც მაინც ეხერხება და ნებისმიერი უნარი შეიძლება ბიზნესის საფუძვლად გამოიყენოთ. თუკი ბუნებრივად ორგანიზებული ხართ და გაქვთ სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავების ნიჭი, ეს შეიძლება იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყოს თქვენთვის, რომ უცებ არც გაგახსენდეთ. დაუკვირდით საკუთარ თავს და ყურადღებით შეადგინეთ ჩამონათვალი. გამოკითხეთ ის ადამიანებიც, რომლებიც კარგად გიცნობენ, სთხოვეთ, გამოთქვან საკუთარი აზრი თქვენს უნარ-ჩვევებზე.

2) წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილება და ცოდნა

მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროში საქმიანობდით წარსულში, დაგროვილი გექნებათ გარკვეული სამუშაოს შესრულების გამოცდილება. ჩამოწერეთ ყველა ის მოვალეობა, რომელიც ოდესმე შეგისრულებიათ ან პასუხისმგებლობა, რომელიც გქონიათ.

3) რისი კეთება მოგწონთ

მოამზადეთ იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელთა კეთებაც მოგწონთ. ეს შეიძლება არც ისე იოლი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჩამონათვალში აუცილებლად შეიტანეთ როგორც მნიშვნელოვანი, ისე წვრილმანი საკითხები.

განსაზღვრეთ ბაზრის საჭიროებები

თუ გსურთ, იპოვნოთ წარმატებული ბიზნეს იდეა, ამისთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა არ კმარა, ბაზრის საჭიროებებიც უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ, რომელი მათგანის დაკმაყოფილება შეგიძლიათ თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით.

უამრავი მიმზიდველი ბიზნეს იდეა არსებობს, მაგრამ  თქვენთვის საუკეთესო არის ის, რომელიც თქვენც შეგეფერებათ და ბაზარსაც სჭირდება.

ნუ შეგეშინდებათ, იყავით განსხვავებული და ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ თავდაპირველად არ გაგიმართლებთ. განაგრძეთ ძიება და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

 

პროფესიონალური ვებ გვერდის დამზადება

წყარო: georgia.smetoolkit.org

Share