ჩვენ შესახებ





ჩვენ ვაცოცხლებთ ნებისმიერ იდეას

2012 წელს ჩვენ განვახორციელეთ პირველი პროექტი. ეს იყო არც თუ ისე დიდი კომპანიის მარტივი კორპორატიული საიტი. პროექტი გამოვიდა საკმაოდ საინტერესო, რამაც მოგვცა უფრო მეტი მოტივაცია. სხვადასხვა სირთულისა და ბიუჯეტის შეკვეთებს ვიღებდით ყველა მხრიდან. დიდი ინტერესითა და სიხარულით ვეკიდებოდით ყოველ ახალ პროექტს და მიგვყავდა ის ბოლომდე. ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე შესრულებული გვქონდა 150 -ზე მეტი პროექტი.

ჩვენი მთავარი მიზანია დამკვეთის დავალებების ჯეროვანი შესრულება, რითაც ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესს, რომ დაიკავონ ახალი ბაზარი, მოიზიდონ კლიენტები და გაამყარონ თავიანთი პოზიციები. ბევრისთვის ინტერნეტ-მარკეტინგი არის ახალი და ნაკლებად შესწავლილი ინსტრუმენტი. ჩვენს დამკვეთებს ყოველთვის ვუწევთ კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში ერთად ვირჩევთ მომავალი საიტის შექმნის სტრუქტურასა და შემდგომი განვითარების სტრატეგიას.

სტუდია მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: საიტის შექმნა, SEO ოპტიმიზაცია, ტექნიკური მხარდაჭერა, ადმინისტრირება და სოციალურ ქსელებში საიტის განვითარება (SMM).

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სირთულის ბიზნეს და სამთავრობო საიტების შექმნის დიდი გამოცდილება.



cnt-p04


დიზაინერთა ჯგუფი

მაღალპროფესიონალ დიზაინერებთან ერთად ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვებ გვერდის შექმნისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორებია – მარტივი ნავიგაცია, ფუნქციონალი და მიმზიდველი ვიზუალი.  ამ სტრატეგიის გამოყენებით, თქვენთან მუშაობის პროცესში დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი მთავარი სათქმელი და მარკეტინგული მიზნები აუცილებლად იქნება რეალიზებული დიზაინში, რომელსაც ჩვენი დიზაინერები შექმნიან. ჩვენ გავაცოცხლებთ თქვენს ნებისმიერ იდეას.



დეველოპერთა ჯგუფი

საიტის შექმნისას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ პროექტირებას. რაც უფრო ზუსტია დამკვეთის დავალება და რაც უფრო კარგად იცის თუ რა სურს მას, მით უფრო კარგ პროდუქტს ვიღებთ საბოლოოდ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საიტის ადმინისტრირების ნაწილში არ იყოს რაიმე ზედმეტი დეტალი, რაც შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს კონკრეტულ დავალებას. საიტის მართვის სისტემას ვუკეთებთ ისეთ კონფიგურაციას, რომ დამკვეთი არ შევაშინოთ იმ ფუნქციების სიმრავლით, რომელიც მას საერთოდაც არ სჭირდება.




დავიწყოთ თანამშრომლობა

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი მიზნების მიღწევაში და ბიზნესის განვითარებაში.

შეკვეთა