საიტის დამზადება





რას ნიშნავს ეს?

არავინ აღარ კამათობს იმაზე , რომ ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება საკუთარი სივრცე ინტერნეტ სამყაროში, საქმიანობიდან გამომდინარე, იქნება ეს ინფრომაციულ-გაცნობითი ტიპის საიტი, ონლაინ მაღაზია თუ კატალოგი. All Service Group გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას დომეინის შეძენიდან – ვებ-გვერდის გამოქვეყნებამდე. ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე დიდი რეგიონალური კომპანიებისთვისაც..

«ოლ სერვის გრუპის» სპეციალისტები უკვე 8 წელიწადზე მეტია, რაც ქმნიან მაღალი დონის ვებ-გვერდებს და ყოველწლიურად მათ ინტერნეტ-პროდუქცია აჰყავთ კიდევ უფრო მაღალ დონეზე.

ვებ-გვერდების შექმნა – ჩვენი ძირითადი საქმიანობაა.



ჩვენ ვქმნით



ადაპტირებული საიტი

თქვენი საიტი კორექტულად აისახება ნებისმიერ სენსორულ მოწყობილობაზე, იქნება ეს სმარტფონი თუ პლანშეტი. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება – ადაპტირებული ვებ-გვერდის ქონა ეს არის აუცილებლობა.

Landing page

ეს არის მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები მოუყვეთ ადამიანებს თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ., ამასთან ერთად მიიღოთ მათი გამოხმაურებაც. მკვეთრი ვიზუალი, «გაყიდვადი» ელემენტები, შეკვეთის ღილაკი – landing page აძლევს თქვენს ბიზნესს სწრაფი განვითარების საშუალებას.

ინტერნეტ-მაღაზია

ნებისმიერი მასშტაბის, ნებისმიერი პროდუქციისთვის. ინტენეტი საშუალებას გაძლევთ გაიყვანოთ თქვენი ბიზნსი რეგიონალურ და მეტიც საერთაშორისო დონეზე. ამასთან ერთად, ინტერნეტ-მაღაზია შეიძლება იყოს არა მარტო დამატებითი ხელსაწყო თქვენი საქმიანობისთვის, არამედ რეალური მაღაზიის უფრო მომგებიანი ალტერნატივა.

კორპორატიული საიტი

როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, საიტი კვლავ რჩება ინტერნეტში თქვენი კომპანიის სახედ. კორპორატიული საიტი საშუალებას გაძლევთ ხაზი გაუსვათ თქვენი კომპანიის იმიჯს და მიაწვდინოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს პოტენციურ კლიენტებს.

საიტი-კატალოგი

გჭირდებათ მიიტანოთ თქვენი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მყიდველამდე? საიტი-კატალოგი აუცილებლად გაუმკლავდება ამ დავალებას. მაღალი ვიზუალური ეფექტებისა და მარტივი ნავიგაციის ხარჯზე, ვიზიტორი მარტივად შეძლებს გაეცნოს თქვენს პროდუქციას.

ვებ-გვერდის შექმნასთან, ერთად ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროექტის სრულ ტექნიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ All Service Group გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ვებ-სივრცეში თქვენი კომპანია იყოს ყველაზე წარმატებული.


მუშაობის პროცესი

მოსამზადებელი სამუშაო

პროექტირება და დიზაინი

პროგრამირება და ინტეგრაცია

ტესტირება და გაშვება




თქვენ გჭირდებათ საიტი
დანიშნეთ შეხვედრა


დაუკვეთეთ ახალი ვებ-გვერდი All Service Group-ს, დანიშნეთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სერვისის შესახებ.


დანიშნეთ შეხვედრა

ჩვენ მიერ შექმნილი პროექტები

ჩვენი ნამუშევრები